Saturday, October 17, 2015

დღე 7

გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს.  გავიგე  შეფასების რუბრიკების მომზადების ხერხი,  გავაკეთე ბმული ჩემი  პორტფოლიოს ბლოგზე .

მასწავლებლების მიზანია, ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალ ჩემი შექმნილი შეფასების გეგმა ა მოსწავლეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მათი სწავლის შესახებ. მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება ან ინდივიდუალური მხარდაჭერა. ასევე, სჭირდებათ გარემო, სადაც თავიანთ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს დაეყრდნობიან ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მისაღებად. 
ამისთვის კი გასათვალისწინებელია დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონე:
  • შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

No comments:

Post a Comment